მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაფორმდა. რჩეულიშვილს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა. მისი ადვოკატი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიმდინარეობს გათავისუფლებისთვის საჭირო პროცედურები. რჩეულიშვილი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს,  2016 წლის ივლისიდან, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს. პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც საბოლოოდ შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობებს სხვადასხვა კომპანიები დაასრულებენ.