მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა 

ერთ-ერთი რეზონანსული საქმის მთავარმა ფიგურანტმა ციხის საკანი დატოვა. თითქმის ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ მაია რჩეულიშვილი თავისუფალია.

„ცენტრ პოინტის“ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. გადაწყვეტილების საფუძველი თბილისის მერიასა და ინვესტორ კომპანიებთან მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომელიც ყველა გაჩერებული ობიექტის დასრულებას და 6 000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახისთვის კუთვნილი ბინების გადაცემას გულისხმობს. საუბარია ე.წ. პირამიდის სქემით დაზარალებულ ადამიანებზე, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდნენ. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო „ცენტრ-პოინტმა“ მის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა აქტივი ინვესტორ კომპანიებს გადასცა. ხუთწლიანი სასამართლო განხილვები დასრულებულია.