ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე ნაცნობი და გამორჩეული ხმა ტელესივრცეში – დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან, დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად მუშაობდა.
ტელევიზიაში თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 1958 წელს მოვიდა და პირდაპირ ეთერში 30 წელზე მეტი იმუშავა. დავით სოკოლოვი ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო. 2021 წლის 4 თებერვალს კი საქართველოს პირველმა არხმა მას სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. ჩვენი გადაცემის არქივში დავით სოკოლოვის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ინახება, რომელიც მასთან ნატუნა მაღალაშვილმა ჩაწერა.
ახალი დღე