ლია მიქაძის იუბილე

საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველ დიქტორს, ლია მიქაძეს 86 წელი შეუსრულდა. ქართული ტელევიზიის ისტორია სწორედ ლია მიქაძესთან ერთად იწყება. 1956 წელს, როდესაც პირველი ტელევიზიის გახსნისთვის მზადება დაიწყო, თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელმა ლია მიქაძემ კონკურსში გაიმარჯვა. მან საქართველოს ტელევიზიაში ნახევარი საუკუნე გაატარა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის ანძასთან ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ლია მიქაძეს და ჯანმრთელობას უსურვებს.