მალხაზ გელაშვილი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი, მალხაზ გელაშვილი გარდაიცვალა.

საქართველოს ტელევიზიაში მალხაზ გელაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოვიდა. ათეულობით წლების განმავლობაში იყო არაერთი გადაცემის და საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. სიცოცხლის ბოლომდე მალხაზ გელაშვილი პირველი არხის თანამშრომელი იყო და საეთერო ჯგუფში მუშაობდა. საქართველოს ტელევიზიის ყოფილ დიქტორს ხვალ დაკრძალავენ.