საქართველოს პირველმა არხმა დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა

ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს საქართველოს პირველი არხი ვარსკვლავს უხსნის. ღონისძიება ამ წუთებში მთაწმინდის პარკში იწყება. დავით სოკოლოვი საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა.

საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს და თენგიზ ნათაძეს.

რა ხდება ამ წუთებში ადგილზე, დაიწყო თუ არა ღონისძიება? – მარიკა შალიკაშვილი იმყოფება მთაწმინდის პარკში.

 

მოამბე