დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

საზოგადოება ემშვიდობება დავით სოკოლოვს – ადამიანს, რომლის სახელსაც საქართველოს პირველი ტელევიზიის შექმნა და ქართული სატელევიზიო ისტორიის დაწყება უკავშირდება.

„მოამბის“ და არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-შემეცნებითი გადაცემის ცნობილი წამყვანი გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული წელი ტელეეკრანზე და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული საქმე, რომელმაც დავით სოკოლოვს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე მთაწმინდაზე, ტელეხედვის ძველ სტუდიასთან მისი სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა – ამით პირველი არხის მიერ რვა წლის წინ დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა.

ტელევიზიაში თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 1958 წელს მოვიდა და პირდაპირ ეთერში 30 წელზე მეტი იმუშავა. ის ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო.

დავით სოკოლოვის სამოქალაქო პანაშვიდი დიღომში 13 ასურელი მამის ტაძარში გაიმართება. ყველასათვის საყვარელ დიქტორს ხუთშაბათს დაკრძალავენ.