დავით სერგეენკომ დეპუტატებს 2017 წლის ანგარიში ჩააბარა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე დეპუტატებს 2017 წლის ანგარიში ჩააბარა და მიმდინარე წლის გეგმა გააცნო.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციის მთავარი კითხვები უფასო მედიკამენტების პროგრამას უკავშირდებოდა. დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამას განსაზღვრულზე  ნაკლები თანხა დასჭირდა. პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეების გასარკვევად კი ექვსი თვეა საჭირო.

ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, აპირებს თუ არა უწყება  სოციალურად დაუცველის სტატუსის მისანიჭებლად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების გადახედვას. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სისტემა დასახვეწია და ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ასევე მინისტრის თქმით, დედაქალაქში წლის ბოლოს  პაციენტების ელექტრონული ისტორიის  სისტემის დანერგვა იგეგმება.