კიდევ ერთი გახმაურებული საქმის შესახებ. უკვე მერვე საათია, დავით გარეჯის საქმეზე გამომძიებლების შეკითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი პასუხობს. მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, მალხაზ მიქელაძე საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა. მართალია, ის კომისიაში არ ყოფილა მაშინ, როცა დღევანდელი გამოძიებისთვის სადავო სასაზღვრო შეთანხმება დაიდო, თუმცა 11 სექტემბერს, ძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში გარკვეულ დეტალებზე საუბრობს და 1938 წლის რუკის დედნის მოძიებას ეხმაურება.
რა პოზიცია აქვს მიქელაძეს კომისიის ყოფილი წევრების დაკავებაზე? – ხათუნა გაგნიძე ელოდება გამოკითხვის დასრულებას.