დავით გარეჯის საქმე – უკვე სამი საათია, საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მალხაზ მიქელაძეს პროკურატურაში კითხავენ. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. გამოძიება დავით გარეჯის მთავარ საქმეზე ზემდგომი პირების დადგენას ცდილობს, რომელთა დავალებითაც, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ბრალდებულებმა იმოქმედეს. ამ საქმეზე პროკურატურაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან დაბარებულები.
დატოვა თუ არა მიქელაძემ საგამოძიებო უწყება და კიდევ ვისი გამოკითხვა იგეგმება, – ხათუნა გაგნიძე მუშაობს თემაზე.
მოამბე