„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წალკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობას მძიმე სოციალური ფონი და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.