„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სოფელს ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით პრობლემურია სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი.