დავით ბაქრაძე სოფელ გაჭედილის მცხოვრებლებს შეხვდა

დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მოსახლეობასთან ჩავიდა. ისაუბრეს მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე. პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარისას აღინიშნა, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.

დავით ბაქრაძემ სოფელ გაჭედილის მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა პრიორიტეტებს გულისხმობს.