„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება. დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალციხის და ბორჯომის მოსახლეობა უმუშევრობას და მძიმე სოციალურ ფონს უჩივის.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა ლეგალურ დასაქმებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.