იტალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი.
დავით ბაქრაძე რომში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო საზღვარგარეთ წასული ადამიანების მდგომარეობას. დავით ბაქრაძის განცხადებით, ემიგრანტები საქართველოდან უმუშევრობისა და გაჭირვების გამო წავიდნენ და ოჯახებს უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხებით არჩენენ. მისი თქმით, უცხოეთში თითქმის შეუძლებელია ლეგალურად სამსახურის შოვნა, არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და სხვა სოციალური სერვისები.
დავით ბაქრაძე რომში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად წირვასაც დაესწრო, რომელიც რომში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა იოანემ ჩაატარა.