საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 

რა როლი აქვს საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში – რომში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს პირველი დიპლომატი მოხსენებით წარდგა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავმჯდომარეობდნენ. დავით ზალკალიანს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, რა დროსაც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მექანიზმები და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც განიხილეს.