დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებელი შეუმცირდებათ. ობიექტები, რომლებიც პანდემიის გამო ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ, დასუფთავების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. სიახლის შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა.