გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა.
ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“, – ამ სახელწოდების კამპანიაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს. გარემოს დაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლებას.