დაშავებული ქართველი ჟურნალისტის მდგომარეობა

ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას ქართველი ჟურნალისტი დაშავდა. თავდასხმის შედეგად განადგურებულ ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა. დავით კაჭკაჭიშვილი თურქული სააგენტო „ანადოლუსთვის“ მუშაობს. ჟურნალისტის თქმით, სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 13 ადამიანი დაშავდა, სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება. თითქმის განადგურდა სასტუმრო და დაიწვა მანქანები, მათ შორის რეპორტიორის მანქანაც. დავით კაჭკაჭიშვილის თქმით, მან სარაკეტო თავდასხმის შედეგად მცირე დაზიანება მიიღო და ასევე დაშავდა მისი ერთ-ერთი კოლეგაც. ხარკოვში, სასტუმრო კომპლექსზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ძალებმა 11 იანვარს ღამით განახორციელეს.