კოჯრის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ ჰოსპიტალში რჩება, სტაბილურია. ექიმების განცხადებით, რამდენიმე დღეში ორივე პაციენტის კლინიკიდან გაწერა მოხერხდება.
დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ კოჯრის ბაზაზე მოხდა. შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტრომ ხუთი პირი სამსახურიდან უკვე დაითხოვა.