შემთხვევა თბილისში - დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რა დროსაც დაზიანებები პოლიციელმაც მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 41 წლის მამაკაცი დააკავა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აიყვანეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემთხვევა ზაარბრიუკენის მოედანზე ღამით მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის დაიწყო, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი ვითარების განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ მონაწილესთან ერთად დაიჭრა. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.