სანამ სტომატოლოგიურ პროცედურას დაიწყებდეთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ კლინიკა ლიცენზირებულია. თუმცა, ლიცენზიაც არ არის იმის გარანტია, რომ თქვენ მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში ყველა პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ტარდება.
მიმდინარე წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 128 გამოკვლეული სტომატოლოგიური კლინიკიდან 48 დარღვევებით მუშაობს. „მოამბე“ მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემს არ დასჯერდა და ერთ-ერთ კლინიკაში ექსპერიმენტიც ჩაატარა.