რა დარღვევები გამოიკვეთა არჩევნების მე-2 ტურში

სისხლის სამართლის ექვსი დანაშაული, რომელიც არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირდა, – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციაა.

პარალელურად, დარღვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებენ როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ორმაგი მარკირების საკითხი, ბრალდება, რომელიც მმართველ გუნდს ოპოზიციის მიმართ ჰქონდა, რუსთავის საოლქო კომისიასა და ცესკოში დაადასტურეს. რაც შეეხება ოპოზიციის ცნობებს, თითქოს ვაკეში ყალბი პირადობის მოწმობებით მოხდა ხმის მიცემა, საარჩევნო კომისიაში უარყვეს.