კანონპროექტი პირბადის ტარების წესების დარღვევის შესახებ 

პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. აღნიშნულ კანონპროექტს დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ. საჯარიმო თანხა ფიზიკური პირისთვის 20 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარი. რეგულაციები გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე. რაც შეეხება კარანტინის წესის დარღვევას, თანხა ფიზიკური პირისთვის 2000, იურიდიული პირისთვის კი 10 ათასი ლარით განისაზღვრა.

ოპოზიცია პირბადეების ხელმისაწვდომობას ითხოვს. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და დღევანდელ სესიას არ დაესწრებიან.