რა აკავშირებს ბადრი ჯაფარიძეს ონში შეჩერებულ პროექტთან

დანიურმა ფონდმა, fair trees-მა ონში ერთ-ერთი პროექტის, „ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის“ მხარდაჭერა შეაჩერა და ამის მიზეზად სადავო კანონის მიღება დაასახელა.

„ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ კანონზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ფონდის მუშაობაზე. ფონდთან დაკავშირებული არის პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. მისი განცხადებით, ის ბორდის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა, მასთან შეხება აღარ აქვს. ამის მიუხედავად ონის მერიაში ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა – თათია ტაბეშაძე დეტალებით.