ლიცენზიები ექთნებისთვის

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ექთნების დეფიციტია.

დაბალია განათლებისა და კვალიფიკაციის დონეც, რაც პაციენტების მომსახურების ხარისხზე აისახება.

პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ჯანდაცვის უწყება პერსონალის გადამზადების ახალ პროექტს იწყებს.

2025 წლამდე გაწერილი გეგმა რამდენიმე ეტაპს მოიცავს.