ტაქსების რეფორმა

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება.

რეფორმის მესამე ეტაპზე დღეს პრეზენტაციის ფარგლებში თბილისის მერმა ისაუბრა და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლიდან დაწყებული რეფორმის კიდევ ერთი მესამე ეტაპი დედაქალაქში მოძრავი ტაქსების განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, თეთრი ფერის A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ამ ლიცენზიის გაქირავება-გაყიდვას შეძლებენ და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდებათ.

მაკა არჩევნიშვილი გაგვაცნობს, კიდევ რას ითვალისწინებს რეფორმის მესამე ეტაპი.