„ლეიბორისტული პარტიის“ საჩივარი

„ლეიბორისტული პარტია“ საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომელიც ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლას და ლიცენზიის აღებას ავალდებულებს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება ტაქსების მფლობელებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ართმევს.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამ სფეროში თვითდასაქმების გზას ბევრმა ისეთმა ადამიანმა მიმართა, რომლებსაც პროფესიები გააჩნიათ, თუმცა სამუშაო ადგილების სიმცირის გამო, საკუთარი პროფესიით სამსახურის პოვნა ვერ შეძლეს.