დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მიიჭრა.

ნიკა მელიამ კობახიძეს მიმართა „გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე მონა“.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მელიას „ნაძირალა პროვოკატორი“ უწოდა. ირაკლი კობახიძემ მელიას მიმართა: „ეს არის თქვენი სახე“.

მხარეებს შორის სიტყვიერი ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.