პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

აქციის მიმდინარეობისას ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრაციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.