თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები განიხილეს, მათ შორის აუდიო ჩანაწერი. სახელმწიფო ბრალდების თქმით, მათთვის გაუგებარია, დაცვის მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, ბრალდების მხარის მხრიდან რატომ განიხილება ეს მტკიცებულებები.
მომდევნო სხდომა 30 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება.