არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი ფიგურანტი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს.

დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რასაც საფუძვლად მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაედო. მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელი უცვლელად დარჩა ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრებულ გუგა ბარბაქაძის შემთხვევაში. ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. ანალოგიური პოზიცია აქვს საქმის მესამე ფიგურანტს – მიხეილ კალანდიას. თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, ორივე მსჯავრდებულმა კალანდია დანაშაულში ამხილა.