მიხეილ კალანდიას სასამართლო

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი დაიკითხა.

მოწმემ საქმის გამოძიების შესახებ ილაპარაკა. მის განცხადებით, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის დაცვით. დაცვის მხარე დაინტერესდა, ამ დრომდე  რატომ ვერ ხდება იმის დადგენა, თუ ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე.

დაცვის მხარისთვის მოწმის ჩვენება დამაკმაყოფილებელი არ იყო, ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, მოწმე შეკითხვებზე პასუხების გაცემას თავს არიდებდა.