ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს საქმეზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. იკითხებიან ის პირები, რომლებიც დაპირისპირების დღეს 2017 წლის პირველ დეკემბერს ადგილზე იმყოფებოდნენ. დაგეგმილია სამი მოწმის გამოკითხვა. ბრალდებულ გიორგი მენაბდეს ადვოკატის ცნობით, მენაბდეს მამხილებელი რაიმე ჩვენება არცერთ მათგანს არ აქვს მიცემული. მენაბდე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.