ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა შკუბულიანმა მიიღო.
ვაკო ორმოცაძე დეტალებით.