ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. მას ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავებიან.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასა და სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას არაერთი ტყუილი თქვა, რაც მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

ბელა ზაქაიძე დეტალებით.