თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ის საქართველოს პროკურატურამ გუშინ დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასა და სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას არაერთი ტყუილი თქვა, რაც მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.