დიმიტრი გვრიტიშვილის გამოხმაურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, ცალკეული მოსამართლეების დემონიზებად და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციად აფასებს.

ოპოზიციის ინიციატივასთან დაკავშირებით ის განმარტავს, რომ მოსამართლეები ამ დრომდე ელოდებიან მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე დასდეს ოთხ მოსამართლეს კორუფციაში ბრალი.