მოსამართლის გარდაცვალება

მოსამართლე, რომელმაც მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და მას საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა, გარდაცვლილი იპოვეს. ვიტალი პისანეცის სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. მედიის ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეს სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო იძიებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსამართლე კიევის ოლქის სოფელ პოგრებიში ნაცნობთან სახლში დასასვენებლად იმყოფებოდა, შეკრებილი რამდენიმე მამაკაცი სპირტიან სასმელს სვამდა. ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალება მამაკაცებს შორის მომხდარი კამათის შესახებაც წერს.

ვიტალი პისანეცი უკრაინის პეჩერსკის სასამართლოში 2015 წლიდან მუშაობდა. განიხილავდა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეს, ასევე ევრომაიდნის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებს.

დატოვე კომენტარი