ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მიხეილ კალანდია იკითხება.
საუბარია ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის პროცესზე. ის ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. მიხეილ კალანდია ღამით პროკურატურაშიც იმყოფებოდა.
ბოლო პერიოდში საქმეზე ხელახლა გამოიკითხა 11 არასრულწლოვანი.