დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახის მოთხოვნა

თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახს არ სჯერა ბრალდების და ჩხეტიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც პირველ არხთან საუბრისას ლუკა ჩხეტიას და აცხადებს, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჩხეტიას ოჯახი აცხადებს, ხვალიდან ლუკა ჩხეტიას მამა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას შეუერთდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლუკა ჩხეტიას კიდევ სხვა ბრალი წაუყენონ.