არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (VII სერია) - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი „დაკარგული წიგნები“
არნოლდ ზისერმანის გეოგრაფიული კვლევები გრაფ ვორონცოვის ყურადღებას იპყრობს, თავად მოხელე კი თუშ-ფშავ-ხევსურთა შინაური კაცი და კარგი მეგობარი ხდება, თუმცა, ოლქის ახალი უფროსი ავი თვალით უყურებს და ახალგაზრდა კაციც შვებას მთებში მოგზაურობასა და ქართველურ ყოფაში ეძიებს.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
სტუდია #ეპოქა
აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები
წარმოშობით გერმანელი, რუსი მოხელის არნოლდ ზისერმანის მემუარები საქართველოში კავკასიის მთავარმმართებლის, გრაფ მიხაილ ვორონცოვის ეპოქის ამბებს ასახავს.
სხვადასხვა რწმენის, ენის და წარმოშობის ადამიანებთან თანაცხოვრება კი არნოლდ ზისერმანს კავკასიის მრავალფეროვნებაში არწმუნებს.
ეპოქა
იონას საქართველო
თბილისის კართან
საქართველოს ისტორია