არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (VII სერია) – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი „დაკარგული წიგნები“
არნოლდ ზისერმანის გეოგრაფიული კვლევები გრაფ ვორონცოვის ყურადღებას იპყრობს, თავად მოხელე კი თუშ-ფშავ-ხევსურთა შინაური კაცი და კარგი მეგობარი ხდება, თუმცა, ოლქის ახალი უფროსი ავი თვალით უყურებს და ახალგაზრდა კაციც შვებას მთებში მოგზაურობასა და ქართველურ ყოფაში ეძიებს.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
სტუდია #ეპოქა
წარმოშობით გერმანელი, რუსი მოხელის არნოლდ ზისერმანის მემუარები საქართველოში კავკასიის მთავარმმართებლის, გრაფ მიხაილ ვორონცოვის ეპოქის ამბებს ასახავს.
სხვადასხვა რწმენის, ენის და წარმოშობის ადამიანებთან თანაცხოვრება კი არნოლდ ზისერმანს კავკასიის მრავალფეროვნებაში არწმუნებს.