სეანსი
ორშაბათი-პარასკევი

ფსიქოლოგიური დრამა 

„სეანსი“ HBO-ს In Treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „NOVA პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს.

ფსიქოლოგიურ დრამაში ძირითადი სიუჟეტი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე არის აგებული. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც სერიალის გმირებს აწუხებთ.

„სეანსის“ პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა.

მთავარ როლებს ასრულებენ: რეზო ჩხიკვიშვილი, ნინო კასრაძე, ნატალია ყულოშვილი, პაატა ინაური, სალომე თოფურია, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი.

ვიდეო/აუდიო