„დაკარგული წიგნები“ - ანტონ ფურცელაძე - „მაცი ხვიტია“ - პირველი სერია

მაცი ხვიტია – სახელი და გვარი კარგად ნაცნობია. ფილმიც, იქ აგუგუნებული დოუ-ნანაც. რომანი ამ კაცის შესახებ დღესაც გამოიცემა, თუმცა, როგორ მოგვითხრობს ანტონ ფურცელაძე პატიოსანი აბრაგის თავგადასავალს, ბევრს არ ეხსომება.

აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

ანტონ ფურცელაძის რომანი „მაცი ხვიტია“ საუკუნენახევრის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“.

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქედან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა.

ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა პირქუშ დროებასთან და ყოველმხრივ ძალმომრეობასთან.

აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები