ლიბიაში ნაოსნობის დროს დაკარგული 22 წლის ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა საკონსულომ სტამბოლში შესაბამისი ინსტრუქცია მიიღო და ადგილზე ჩასვლას თავად კომპანიის წარმომადგენელი აპირებს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ეგვიპტის და ლიბიის მისიები.
22 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. მან ოჯახთან კომუნიკაცია ორი კვირის წინ შეწყვიტა.
მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.