სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში გრძელდება. მოზარდი სახლიდან 18 ივნისის გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ადგილზე მესამე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენიც.