უბედური შემთხვევა წყნეთში

დაღუპულია არასრულწლოვანი. წინასწარი ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი ფანჩატურში განათების მიზნით გაყვანილმა ელექტროენერგიის სადენმა იმსხვერპლა. სადენი განათების ბოძიდან კუსტარულად იყო მიერთებული, რის გამოც ის რამდენიმე წლის წინ ჩაჭრეს, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, თვითნებურად ისევ აღადგინეს. შემთხვევა სამთავრობო აგარაკებთან მდებარე სკვერში მოხდა. დაკითხვები დაწყებულია, დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია იმ პირის ან პირთა ვინაობა, რომლებმაც სამუშაოები კუსტარულად შეასრულეს.