არასრულწლოვნის იძულებითი შრომა

იძულებითი შრომის მსხვერპლი არასრულწლოვანი.

მომდევნო რეპორტაჟი 15 წლის მოზარდზეა, რომელსაც კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სასაკლაოზე და ფერმაში ანაზღაურების გარეშე უმძიმეს პირობებში ამუშავებდნენ. იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც. სოფლის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ. უკანონო დასაქმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნის ბაბუამ სამართალდამცავებს მიმართა. საწარმო, რომელიც მოზარდს ამუშავებდა, 10 000 ლარით დააჯარიმეს.