დაღუპული მუშების კომპენსაცია

ურთიერთბრალდებები დაღუპული მუშების სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურებაზე. გასული წლის 8 სექტემბერს ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული ორი დასაქმებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სადაზღვევეო კომპანიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დამსაქმებელ კომპანია „მეტროს“ თანამშრომლების სიცოცხლე ასი ათას ამერიკულ დოლარად ჰქონდა დაზღვეული. თუმცა, დაღუპულთა ოჯახებს ეს თანხა ამ დორმდე არ მიუღიათ. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს. მიზეზად სამშენებლო კომპანიის მიერ კონტრაქტის პირობების დაზღვევა სახელდება. „მეტროში“ კონტრაქტის პირობების დარღვევას გამორიცხავენ და სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

მერაბ წულუკიძის სიუჟეტი დეტალებით.